ვარდების რევოლუცია ათი წლისთავზე ამერიკელი ექსპერტების შეფასებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული პერიოდია. ამ თემაზე საუბრისას, პოლიტოლოგები პრეზიდენტ სააკაშვილს როლზე და პოლიტიკურ მარცხზე საუბრობენ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ახალგაზრდული და ენერგიული მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდეს. ამ თემაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა "ამერიკის ხმის" ნიუ იორკის კორესპონდენტთან თეა თუაშვილთან ისაუბრა.
თეა თუაშვილი: ბატონო პროფესორო, ათი წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან. ამ გადასახედიდან როგორ შეფასებდით განვლილ ათ წელიწადს. მოელოდით თუ არა ასეთ დასასრულს.
ალექსანდრ ქული: დასასრული, ასეთი მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 10 წელი სათავეში ყოფნის მერე ყოველთვის რთულია. და ვარდების რევოლუციის ათი წლისთავი გაფიქრებინებს 2003 წლის მერე რამდენად შეიცვალა საქართველო, როგორც ქვეყანა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს მართლა საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის შეფასებისას ერთი შეფასება არ არსებობს, ერთის მხრივ მან მოიტანა ეს ენერგია, ღრმა რწმენა რომ საქართველოში მოდერნიზაცია უნდა მომხდარიყო, რომ უნდა შეექმნა მძლავრი სახელმწიფო, მაგრამ არ უნდა შეგუებოდა კორუფციას სასამართლოში, პოლიციაში, და ეს რეალურად გეჩვენებინა დასავლეთისთვის. ეს იყო სწორი, და ირწმუნებოდნენ რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მალე გავაკეთებთ. სამწუხაროდ მოდერნიზაციის პროექტმა დემოკრატიზაციის პროცესს შეუშალა ხელი, რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები 2007 წელს. რაც ვფიქრობ ნამდვილად იყო დემოკრატიის დამახინჯება, შემდეგ იყო კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნა, რასაც პრეზიდენტობის გახანგრძლივება მოჰყვა. მე ვფიქრობ სააკაშვილის ყველაზე დიდი მარცხი საგარეო პოლიტიკაში იყო. ის მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა. რამდენიმე დღის წინ მან „ნიუ იორკ თაიმსს“ მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ ის ყველაზე მეტად იმას ნანობს, რომ დიდი ფული დახარჯა იარაღის შესყიდვაზე რუსეთის წინააღმდეგ და არა განათლების სფეროში. ეს ცხადი იყო იმ დროს, ცხადი იყო რომ საქართველო სამხედრო სფეროს აღმშენებლობაზე იყო ორიენტირებული. განსაკუთრებით ეს 2006-2007 წლებში ხდებოდა. რა მიზნით? ჩვენ ვიცოდით რომ რუსეთთან ყველანაირი კონფლიქტი იქნებოდა არაპროპორციული. და ვფიქრობ რომ ეს იყო ყველაზე ბოლო უიღბლო შესაძლებლობა, ფოკუსირება ყოფილიყო სამხედრო საკითხზე და ცდა რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი სამხედრო ძალით მოგვარებულიყო. მე ვფიქრობ მემკვიდრეობის ნაკვალევი სწორედ ამ ნაკვალევის ჩათვლით უნდა განვიხილოთ. ასე რომ მე მგონია, ყოფილ პრეზიდენტს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი მხარდამჭერები და ძლიერი ოპონენტებიც. ეს ისეთ პიროვნებებს ახასიათებთ, რომელთაც ძალიან ძლიერი ხედვა აქვთ.
თეა თუაშვილი: თუმცა მას პრობლემები საქართველოში ომის გამო არ შექმნია. არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, საპატიმროებში პატიმართა წამების ფაქტები გახდა ცვლილებების მთავარი სიგნალი.
ალექსანდრ ქული: დიახ მართალია. ბოლოს იყო საკმარისი სივრცე პოლიტიკური კამპანიის ჩასატარებლად. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიისთვის და ამომრჩევლების მობილიზება, რომლებმაც თქვეს, რომ საკმარისია. ჩემის აზრით, ძალიან კარგია საქართველოს დემოკრატიულობისთვის, რომ გასული წლის გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა, გამარჯვება წელსაც მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მგონია რომ წლევანდელი გამარჯვება არ იყო მთავარი ცვლილების მომტანი. მთავარი მაინც გასული წელი იყო. რადგან გასულ წელს არ იყო გამოკვეთილი მაინც ვინ გაიმარჯვებდა. ამან სააკაშვილის არჩევანიც გამოკვეთა, რომ მას შეეძლო უკვე წასვლა პოლიტიკიდან, უფრო სწორედ მისი პარტიისთვის. მე ვფიქრობ, რომ მას გარკვეული დრო ისევ სჭირდება, რომ ისტორიამ შეაფასოს, ის ახალგაზრდაა, მას კიდევ მრავალ წელს შეუძლია იმუშაოს სამოქალაქო სექტორში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში. მას შეუძლია ბევრ რამეში მიიღოს მონაწილეობა და მომავალში ისევ დაბრუნდეს.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ამერიკულ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა. სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ის ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა კიდევ ერთი გაკვეთილი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ მომავალ არჩევნებში პარტია ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდეს.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს პოლიტიკური გეგმებს, ეს მის მიერ დაარსებულ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უკავშირდება. ბიბლიოთეკა არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ დაექვემდებარება და ის კერძო იქნება. ვარდების რევოლუციას და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ათი წლის ამერიკაშიც და დასავლეთშიც მაღალი შეფასებები ჰქონდა. ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოშიც იმყოფებოდა. „დემოკრატიის შუქურა“ - ასე უწოდა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, თუმცა მისი ეს შეფასება მოგვიანებით არაერთი კრიტიკის და განსჯის მიზეზი გახდა.