ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ბომბდამშენები ალასკასთან გამოჩნდნენ


პენტაგონის განცხადებით, რუსეთის ავიაცისტერნა და ოთხი ბომბდამშენი ამერიკის საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავების პილოტებმა ვიზუალურად დაინახეს

რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ამერიკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა გადაკვეთა და ამერიკის საჰაერო სივრცეში შესვლამდე უკან გატრიალდა.

პენტაგონის წარმომადგენელი პოლკოვნიკი სტივ ვორენი ამბობს, რომ რუსეთის ავიაცისტერნა და ოთხი ბომბდამშენი ამერიკის საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავების პილოტებმა ვიზუალურად დაინახეს ალასკასთან ახლოს. ინციდენტი ორშაბათს მოხდა. ორი თვითმფინავი ამერიკის საჰაერო სივრცესთან მოახლოებისთანავე უკან გატრიალდა, ხოლო ავიაცისტერნამ და დანარჩენმა ორმა ფრენა სამხრეთით გააგრძელეს და კალიფონიის ჩრდილოეთ სანაპიროს მიუახლოვდნენ.

თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა ამერიკის საჰაერო სივრცემდე80 კილომეტრის მოშორებით იწყება. ამ ზონაში შესულმა თვითმფრინავმა ჩრდილოეთ სარდლობას საკუთარი მარშრუტი, საბოლოო დანიშნულების წერტილი და სხვა მსგავსი დეტალები უნდა გადასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა თვითმფრინავებს საფრთხედ მიიჩნევს.

უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონში 50 მსგავსი ფრენა იქნა დაფიქსირებული.
XS
SM
MD
LG