პენტაგონი ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნეიტრალურ წყლებში ლიბიური პორტიდან მიმავალი ტანკერი დააკავა. საუბარია ლიბიელ ამბოხებულთა მიერ კონტროლირებული ად-სადრის საზღვაო პორტიდან გასულ, საწვავით დატვირთულ გემზე.
თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეიარაღებული ლიბიელების მიერ ერთი თვის წინ გატაცებული გემის დაკავებაში, არავინ დაშავებულა. ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების მთავრობამ ლიბიის და კვიპროსის ხელისუფლების თხოვნის და პრეზიდენტ ობამას მიერ დამტკიცების შემდეგ გადადგა.