ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ლიდერი თანამდებობას ტოვებს


სირიის ოპოზიციის წევრებს შორის კვირას დაპირისპირება დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელის კანდიდატი კი ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ მიიღო პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად.

სირიის ეროვნული კოალიციის ლიდერმა მუაზ ალ ხათიბმა გადადგომის შესახებ განცხადება ფეისბუქზე გააკეთა. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოება სირიელ ხალხს სათანადო დონეზე არ ეხმარება და მათ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადისგან არ იცავს.

ხათიბის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ის საკუთარ პირობას ასრულებს. პრემიერ მინისტრის პოსტზე დათანხმებისას ის სირიელ ხალხს დაპირდა, რომ თუ მისი კოალიციის წევრები "წითელ ხაზს" გადაკვეთდნენ ის თანამდებობას დატოვებდა. მას არ დაუკონკრეტებია თუ ვის ან რას გულისხმობდა ამ ბრალდებაში.

XS
SM
MD
LG