ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის შეკრება


კოალიციამ ახალი პრემიერ მინისტრი უნდა აირჩიოს

დღეს, სირიის ნაციონალური ოპოზიციური კოალიცია თურქეთში იკრიბება, რათა ახალი პრემიერ მინისტრი აიჩიოს. პრემიერის ძალაუფლება სირიის მეამბოხეთა კონტროლირებად ტერიტორიებზე გავრცელდება.

სავარაუდოდ, კენჭისყრას ადგილი ხვალ ექნება. შეგახსენებთ, რომ წარსულში ანალოგიური მცდელობა სირიის ოპოზიციის ლიდერის ასარჩევად კრახით დასრულდა.

ამ ფონზე, კოალიცია იმედოვნებს, რომ მეამბოხეთა ახალი მთავრობის ფორმირება სირიის ამ ნაწილის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. კოალიციის პრეზიდენტმა ჯორჯ საბრამ დღეს სტამბოლში განაცხადა, რომ პრემიერის არჩევა იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის მდგომარეობასაც შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG