ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელმა ამბოხებულებმა დიდძალ იარაღს მიაკვლიეს


იუთუბზე გავრცელებული ვიდეოფირები ადასტურებს სირიელ ამბოხებულთა მიერ იარაღის საწყობის ხელში ჩაგდებას

როგორც ჩანს, სირიელმა ამბოხებულებმა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ალეპოსთან დიდი რაოდენობით იარაღი და ამუნიცია ჩაიგდეს ხელში. აქტივისტების მიერ "იუთუბზე" შაბათ-კვირას გავრცელებული ვიდეოფირები აჩვენებს ყუთებით სავსე იარაღის საწყობს, რომელიც ამბოხებულთა მტკიცებით, ადრე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მხარდამჭერებს ეკუთვნოდათ.

ერთ-ერთ ვიდეოფირზე ისლამისტი ამბოხებულები ათობით ყუთს საბარგო მანქანაზე აწყობდნენ, მეორეზე კი ჩანს ყუთები, რომელთაც ისინი ხსნიან და შიგნით რაკეტები და სხვა იარაღი ხვდებათ. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება. თუმცა, არსებობს შედარებით ადრე გავრცელებული კადრები, სადაც ამბოხებულები ამ შენობის აღებისთვის იბრძვიან.
XS
SM
MD
LG