ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავის ბილეთების ფასები გაძვირდა


უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.

საავიაციო საწვავის გაძვირების შემდეგ, მსოფლიოში საჰაერო ბილეთებზე ფასები ძვირდება. ამ ფონზე, ხალხი სააღდგომო და საგაზაფხულო მოგზაურობისთვის ემზადება.

ნავთობმწარმოებლები აცხადებენ, რომ საავიაციო საწვავის გაძვირებას ნედლი ნავთობის ფასის ცვლილება იწვევს.

სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ იმისთვის, რომ არსებული შემოსავლების შენარჩუნება შეძლონ, ბილეთებზე ფასები უნდა გააძვირონ და დანაკარგების ანაზღაურება მგზავრების ხარჯზე მოახდინონ. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG