ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური აღმავლობის ტენდენცია


ახალი ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. მათ შორის არის ჩინეთიც. პარიზში მდებარე საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის განცხადებით, 34 ქვეყანა უკვე 4 თვეა ზედიზედ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს. ამასთან, ამერიკა, რომელიც ეკონომიკურად დღესდღეობით ყველაზე ძლიერ ქვეყანას წარმოადგენს, მსოფლოში მესამე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან-იაპონიასთან ერთად აღმავლობას განიცდის. ეს ზემოხსენებული ქვეყნებისთვის რამდენიმე წლიანი კრიზისის შემდეგ ყველაზე წარმატებული თვეებია.

XS
SM
MD
LG