ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკაში მემარჯვენე ექსტრემისტები დააკავეს


დაპატიმრების ოპერაცია კვირას ჩატარდა და ეჭვმიტანილები 40-50 წლის მამაკაცები არიან

სამხრეთ აფრიკის პოლიციამ ოთხი მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავა, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენციის წინააღმდეგ საბოტაჟს გეგმავდნენ.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპატიმრების ოპერაცია კვირას ჩატარდა და ეჭვმიტანილები 40-50 წლის მამაკაცები არიან.

აფრიკის ეროვნული კონგრესი, ქვეყნის სათავეში 1994 წელს მას შემდეგ მოვიდა, რაც სამხრეთ აფრიკაში თეთრკანიანი რასის პოლიტიკური დომინაცია დასრულდა.

ქალაქ ბლომფონტეინში პარტია 5 დღიან ყრილობას მართავს. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად შემაშფოთებელი ინციდენტისა, ყრილობა გეგმიურად, თუმცა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG