ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზუმა მაღაროელების ინციდენტის გამოძიებას ითხოვს


ჯაკობ ზუმას განცხადებით, მომხდარი ფაქტი ძალადობის მაგალითს წარმოადგენს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ ოფიციალურად მოითხოვა, გამოიძიებულ იქნას ინციდენტი, რომლის დროსაც 34 მაღაროელი პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.

ზუმას განცხადებით, ფაქტი შემზარავია და ძალადობის ნათელი გამოვლინებაა.

პარასკევს ჯაკობ ზუმამ, მოზამბიკში რეგიონალურ სამიტზე ყოფნის დროს მარიკანას მაღაროები მოინახულა. პრეზიდენტმა დაგმო ინციდენტი და მოუწოდა პროფკავშირებს, მთავრობასთან ერთად ფაქტი გულდასმით გამოიძიონ.

XS
SM
MD
LG