აფრიკის კავშირის სამუშაო ჯგუფი ლიბიაში მშვიდობის დამყარებასა და ლიბიელი ხალხისთვის ჰუმნიტარული დახმარების მიწოდებას განხილავს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა დღეს პრეტორიაში მავრიტანიის, უგანდის და მალის უმაღლეს ოფიციალურ პირებს მასპინძლობს.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებით, მოლაპარაკებების დანიშნულება იმ სტრატეგიის შემუშავებაა, რომელიც ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას დაედება საფუძვლად.
გარდა ამისა აფრიკის ქვეყნების ლიდერები რეფორმების პაკეტის შემუშავებას ეცდებიან, რომელიც აუცილებელი იქნება ლიბიაში იმ პოლიტიკური დაპირისპირებების აღმოსაფრხვრელად, რომლებმაც მიმდინარე კრიზისი გამოიწვია.
აფრიკის კავშირი უკვე რამდენიმე ხანია ცდილობს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და ამბოხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.