ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"წითელი ჯვრის" ჯგუფები სამხრეთ აფრიკისკენ მიემართებიან


"წითელი ჯვარი" აცხადებს, რომ ის სამხრეთ აფრიკის სამ ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან ჯგუფს აგზავნის რეგიონში. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირაში ციკლონით დაზარალებულ ათასობით ადამიანს დაეხმარებიან. ციკლონი იდაი, რომელიც გასულ კვირას დაატყდა სამხრეთ აფრიკას თავს, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა.

დახმარების ერთ-ერთი ჯგუფი სანიტარულ ღონისძიებებზე იქნება ორიენტირებული, რომლებზე წვდომაც 20 000-მდე ადამიანს მიეცემა, მეორე ჯგუფი კი სუფთა წყლის მიწოდებაზე იქნება კონცენტრირებული - დღეში 225 000 ლიტრი სასმელი წყლის გამომუშავებაზე, რაც მასობრივი წყალდიდობით დაზარალებულ 15 000 მდე ადამიანს ეყოფა.

ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არნახული რაოდენობით ადამიანები ამ დრომდე რჩებიან სახურავებსა და ხეების კენწეროებზე, რადგან მათი სახლები, ეზოები, ქუჩები წყლითაა დაფარული.

მოზამბიკში, ზიმბაბვესა და მალავიში ამ დრომდე ოფიციალურად დარუპულთა რიცხვი 400-ს აჭარბებს. ყველაზე დიდი მსხვერპლი ციკლონსა და შტორმს მოზამბიკში მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG