ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის სამხრეთ ქვეყნებში ციკლონით დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას აწვდიან


საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფების წარმომადგენლები აფრიკის სამხრეთ ნაწილში დამანგრეველი ციკლონის შედეგად დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას სთავაზობენ.

სოფლებს, რომლებიც წყალდიდობებმა გაანადგურა ან დანარჩენ სამყაროს მოსწყვიტა ვერტმფრენებით უკვე მიაწოდეს საკვები. გამანადგურებელმა ციკლონმა გასულ კვირას ჯერ მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირას დაარტყა, შემდეგ მეზობელი ზიმბაბვე და მალავი დააზიანა. ჰუმანიტარული ჯგუფების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ გადარჩენილთა არნახულად დიდი რაოდენობა ამ დრომდე ან ხეების კენწეროებზე რჩება, ან სახლების სახურავებზე. მათი სოფლები ამ დრომდე დატბორილია, სახლები კი წყლით დაფარული.

იდაი - ციკლონი, რომლის გადაადგილების სისწრაფეც 170 კმ იყო საათში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ციკლონი აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკისთვის ათწლეულების განმავლობაში.

სამივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 300-ს აჭარბებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, როდესაც წყლის დონე დაიწევს და მაშველები ტერიტორიების დათვალიერებას შეძლებენ. მოზამბიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებული ცნობებით, მხოლოდ მის ქვეყანაში შესაზლოა 1000-ზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG