ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის მთავრობაში ცვლილებებია


ამიერიდან აღნიშნულ თანამდებობას სახელმწიფო მოხელენი მხოლოდ ორი წლით დაიკავებენ

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ქვეყნის დაზვერვის უფროსი რაჰმატულა ნაბილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებით, ამიერიდან აღნიშნულ თანამდებობას სახელმწიფო მოხელენი მხოლოდ ორი წლით დაიკავებენ.

ავღანეთის პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების გათავისუფლებას დაუჭირა მხარი. როგორც ამბობენ ჰამიდ კარზაი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბისმილა ხან მოჰამადის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას აპირებს.
XS
SM
MD
LG