ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოელის სირიის მეზობელ ლიბანს?


სირიაზე საერთაშორისო ზეწოლა - ლიბანში სტაბილურობას განამტკიცებს

სირიის კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს და მეზობელ ლიბანზე გავრცელდეს. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატეს ლიბანში დესტაბილიზაციის ნიშნების შესახებ .

გაეროს გენერალური მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველმა ჯეფრი ფელტმენმა განაცხადა, რომ თუ სირიაში დაპირისპირება გამწვავდება, ამან შესაძლოა ლიბანზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს:

„სასაზღვრო ტერიტორიებზე ადგილი აქვს შეტაკებებს. დაძაბულობაა ქვეყნის უსაფრთხოების და საშინაო პრობლემების თვალსაზრისითაც. სირიაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ყველაფერ ამაზე გარეკვეული ზეგავლენა მოახდინოს.“

ლიბანში ახლახანს სირიელი ეროვნების მქონე მოქალაქე გაიტაცეს.ამას თან ბეირუთში თურქი ბიზნესმენის გატაცების ფაქტიც დაერთო. ახლახანს დააპატიმრეს ყოფილი მინისტრი , რომელსაც სირიის პრეზიდენტთან კავშირში დასდეს ბრალი.

ამ თვეში მიშელ სამაჰა პატრიარქის აფეთქებისთვის საჭირო მოწყობილობების გადაზიდვაში დაადანაშაულეს, რომელიც ვიზიტით სუნიტებით დასახლებული მუსლიმების რაიონში იმყოფებოდა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობამ შესაძლოა ლიბანი 1970-80იანი წლების მსგავს სამოქალაქო ომში დააბრუნოს. პოლ სალემი კარნეგის ცენტრში ახლო აღმოსავლეთის ცენტრის დირექტორია, მისი აზრით, ლიბანის კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნების საფრთხე ნაკლებია, ,ამის მიზეზად კი შესაძლოა ორი ფაქტორი დაასახელდეს. პირველი ფაქტორი რელიგიურ ჯგუფთა სიმრავლეა:

„ მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ არავის სურს ლიბანში ომი . ეს ეპიზოდური შემთხვევები კი ქვეყანას ომში ვერ ჩაითრევს.“

იმად სალამეი ლიბანში ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორია, მისი აზრით, რაც უფრო მალე განხორციელდება სირიაზე საერთაშორისო რეზოლუციების ზეწოლა, ლიბანში სტაბილურობა მით უფრო გამყარდება:

„ თუ სირიის კონფლიქტში მეტი ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩაერთვებიან, ,მით უფრო გართულდება სიტუაცია და კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებზეც შეიძლება გავრცელდეს.“

ლიბანში ამჟამად პოლიტიკური ძალაუფლება შიიტურ პოლიტიკური მოძრაობა "ჰეზბოლას" ხელშია. ისინი ლიბანის მთავრობაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ. ჰეზბოლას ლიდერები სირიაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და ცდილობენ ქვეყნის შიგნით და ირანთან დაკავშირებული პროვოკაციული სახის ფაქტები თავიდან აირიდონ.სალამეის თქმით, შესაძლოა ჰეზბოლა და სირია მეგობრულ ურთეირთობაში არიან , მაგრამ მათ საერთო ინტერესები მაინც არ ამოძრავებთ;

„ სირიის ჰეგემონიის აღდგენა და რუსეთის და ირანის მხარდაჭერით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად გადაქცევა - ჰეზობლასაც არ აწყობს. ამ ორგანიზაციას არაფრად ეპიტნავება სირიის მიერ ნაკარნახევი ბრძანებები შეასრულოს.“

ექსპერტების აზრით, ვიდრე ასადი ცდილობს საკუთარ მთავრობაზე კონტროლი შეინარჩუნოს, ლიბანზე სირიის ზეგავლენა უფრო მეტად მცირდება,რაც მეზობელ ლიბანში მოსალოდნელ დესტაბლიზაციას გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG