ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა, რათა გააძლიეროს მოლაპარაკებები თალიბანთან და ასევე დაარწმუნოს ოფიციალური ქაბული საერთაშორისო დახმარების გაგრძელებაში. ბრიტანეთის პრემიერმა ქაბულში გამგზავრებამდე სამხრეთ ავღანეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზა მოინახულა. მის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბებმა შეტევები განახორციელეს ქაბულში, რამაც გააცრუა იმედი ომის დასრულების შესახებ. ავღანეთიდან კამერონი პაკისტანში ჩავა და პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფთან გამართავს მოლაპარაკებას.
თვის დასაწყისში ყატარში დაგეგმილი მოლაპარაკებები თალიბანსა და შეერთებული შტატების მთავრობას შორის, ავღანეთის მთავრობის პროტესტის შედეგად გაუქმდა, რადგან თალიბანი კვლავ ავღანეთის განდევნილ ხელისუფლებად მიიჩნევს თავს.