პრეზიდენტი ობამა და მისი ბრიტანელი კოლეგა დევიდ კამერონი შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ კონფერენცია, რომელსაც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა ამ კონფერენციის იდეა პირველად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას გააჟღერა.
თეთრ სახლში შეხვედრის დამთავრების შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ბრიტანეთი და ამერიკა გააგრძელებენ ახლო პარტნიორობას სირიაში ზომიერი ოპოზიციის გასაძლიერებლად და სირიის პოსტ-ასადის პერიოდისთვის მოსამზადებლად.
თუმცა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ვითარებას რეალისტურად აფასებს:
„ძალიან დიდი გამოწვევები იქნება გადასალახი სანდო პროცესის დასაწყებად, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაში რუსეთიც ჩაერთვება. ვითარება რთულია იმის გამო, რომ ქვეყნები - მაგალითად ირანი, და ისეთი არა-სახელმწიფოებრივი ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად ჰეზბოლა, აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტში, ხოლო მეორე მხარეს კი ისეთი ორგანიზაციები იბრძვიან, როგორიცაა ალ ყაიდასთან ასოცირებული ალ ნუსრა.“
ობამა ამბობს, რომ სამშვიდობო კონფერენცია „გარდამავალ უწყებას“ შექმნის, რომელიც ქვეყანას ასადის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გადაიბარებს.
დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში აუცილებელი იქნება ფართომასშტაბიანი დიპლომატიური ძალისხმევა იმისთვის, რომ სირიის ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდეს.
„ოთხმოცი ათასი ადამიანი უკვე დაიღუპა, 5 მილიონი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ახლა სირიის ისტორია მისი ხალხის სისხლით იწერება. ჩვენ კი ამ ყველაფერს გვერდიდან ვადევნებთ თვალს. მსოფლიო დაუყოვნებლივ უნდა გაერთიანდეს და ადამიანების ხოცვა შეაჩეროს.“
ენდრიუ ტაბლერი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული კონფერენცია და მასზე წარმოებული მოალაპრაკებები:
„ტრანზიცია, რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ერთი ჯგუფიდან მეორეს გადაეცეს. ამ ეტაპზე არ ვიცით კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში. ამერიკას უნდა, რომ ასადი გადადგეს. რუსეთის პოზიცია კი ცნობილი არ არის - არ ვიცით რამდენად აუცილებლად მიაჩნია მოსკოვს ასადის გადადგომა გარდამავალ პერიოდში.“
ერთობლივი განცხადების გაკეთებისას, დევიდ კამერონთან ერთად, ობამამ განაცხადა, რომ სამშვიდობო კონფერენციის მიზანი ტრანზიციის ხელშეწყობა, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების გარანტიების უზრუნველყოფა და სისხლისღვრის დასრულება უნდა იყოს.