ბრიტანეთში, დიდი რვიანის შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები დაიდო, მაგრამ მსოფლიოს ძლიერმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს სირიის საკითხზე მოლაპარაკება.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმდინარე დიდი რვიანის შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს თავისუფალი ვაჭრობის, გადასახადების და ღია საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ სირიის პრობლემა ერთგვარი დაძაბულობის მიზეზი გახდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი სირიასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარების მომხრეა. მისი თქმით:“ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დიდი რვიანის შეხვედრაზე განსხვავებული აზრი არსებობდა სირიის საკითხზე, მაგრამ ერთ რამეში შევთანხმდით, რომ სირიელი ხალხის დასახმარებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.“
გართულება მას შემდეგ წარმოიშვა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბარაკ ობამასთან და დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ არ შეიცვალა თავისი პოზიცია, დასავლეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც სირიელი მეამბოხეების დახმარებას და პრეზიდენტ ასადის გადაყენებას ითვალისწინებს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვის პოზიცია სირიასთან დაკავშირებით, ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, მისთვის იარღის მიყიდვა და დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად გამართლებულია, როგორც მორალური ისე ლეგიტიმური თვალსაზრისით. ვლადიმირ პუტინის თქმით, კულუარული საუბრების დროს ის არ იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგ გამოვიდა.