ავღანეთის მთავრობამ კარგი პროგრესი დააფიქსირა ქვეყნიდან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნისა და მისი დასუსტების მიმართულებით. თუმცა, შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ მყარად ინარჩუნებს პოზიციებს ავღანეთის ზოგიერთ ნაწილში.
დაჯგუფებას, სავარაუდოდ, 1000 მებრძოლი ჰყავს გამაგრებული ქვეყნის სამხრეთში მდებარე ნანგაჰარის პროვინციაში.
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგული წევრები ამ ეტაპზე ადგილობრივი ავღანელები და პაკისტანიდან და უზბეკეთიდან შესული მებრძოლები არიან.
Facebook Forum