ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი ორ ნოემბერს მეორე ფაზას გამოაცხადებს


ჰამიდ კარზაი ორ ნოემბერს მეორე ფაზას გამოაცხადებს
ჰამიდ კარზაი ორ ნოემბერს მეორე ფაზას გამოაცხადებს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალები მალე საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარებენ ქვეყნის 17 რაიონს, რასაც ადგილობრივი ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთი 2014 წლისთვის უნდა დატოვოს. ავღანეთში ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაბარების პროცესის მეორე ფაზას ორ ნოემბერს თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოაცხადებს. ავღანეთის ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება ივლისში დაიწყო. ამჟამად ავღანეთის არმია და პოლიცია უკვე აკონტროლებენ ქვეყნის რამდენიმე რაიონს. სულ მალე ქვეყნის 34 პროვინციიდან 17-ზე კონტროლი ავღანეთის ძალებს გადაეცემათ.

XS
SM
MD
LG