ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებები რამადანის დროსაც არ წყდება


აფეთქების ადგილი ავღანეთში
აფეთქების ადგილი ავღანეთში
ავღანეთში ორი აფეთქება მოხდა. ქაბულის გარეუბანში ხიდზე დამონტაჟებული დისტანციური ნაღმის ამოქმედებით, ავტობუსის 9 მგზავრი დაიღუპა და 5 დაიჭრა. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ადგილობრივმა პოლიციამ ტერორისტის აყვანა შეძლო.

მეორე აფეთქება ლოჰარის პროვინციაში მდებარე ნატოს ბაზასთან მოხდა. ავღანეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ქალაქ პულ-იალამთან აფეთქდა. თავდასხმაზე, რომელშიც 11 ადამიანი დაშავდა, პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ალიანსის განცხადებით, „აფეთქებამ ბაზისთვის სერიოზული ზიანის მიყენება ვერ შეძლო, მაგრამ უდანაშაულო ავღანელი სამოქალაქო პირები მძიმედ არიან დაჭრილი.“

პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეტევები დაგმო და განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც წმინდა თვის, რამადანის დროს უდანაშაულო ადამიანებს ესხმიან თავს, არც მუსლიმები არიან და არც ავღანელები და „ისინი სახალხო ზიზღის გარდა, სხვას ვერაფერს მიაღწევენ“.
XS
SM
MD
LG