ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ელჩი ავღანეთში


ქანინჰემი ავღანეთში ამერიკელი ელჩის პოსტზე რაიან კროკერს შეცვლის

ამერიკის სენატმა შეერთებული შტატების ელჩად ავღანეთში ჯეიმს ქანინჰემი დაამტკიცა.

ქანინჰემი ბოლო დრომდე ქაბულში ამერიკის ელჩის მოადგილედ მსახურობდა. წარსულში კი ისრაელში, ჰონგ კონგსა და გაეროში ეკავა მაღალი დიპლომატიური თანამდებობები.

ქანინჰემი ავღანეთში ამერიკელი ელჩის პოსტზე რაიან კროკერს შეცვლის, რომელიც ერაყში, სირიასა და სხვა ცხელ წერტილებში გამორჩეული დიპლომატიური სამსახურის შემდეგ პენსიაზე გასვლას გეგმავს.

XS
SM
MD
LG