დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებმა ხუთშაბათს ღამით ქალაქ ღაზნიზე მიიტანეს იერიში. ქალაქი ქაბულიდან სამხრეთ-დასავლეთ 150 კილომეტრითაა დაშორებული. ტერორისტების შეტაკება ხელისუფლების შეიარაღებულ ძალებთან დილამდე გაგრძელდა.
გარკვეულ ეტაპზე ბრძოლა ქალაქის ცენტრში, მნიშვნელოვანი სამთავრობო ადმინისტრაციული შენობების სიახლოვეს მიმდინარეობდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მოგვიანებით, ავღანეთის ხელისუფლებამ ქალაქში დამატებით სპეცსამსახურების წარმომადგენლები გაგზავნა, რომლებმაც მოახერხეს თალიბანის მებრძოლთა ქალაქის გარეუბნებისკენ განდევნა. თუმცა, არსებული ცნობებით, ისინი სამოქალაქო პირებით დასახლებულ ადგილებს აფარებენ თავს.
ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეს იყო კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა თალიბანის მხრიდან, თუმცა სამთავრობო ძალებმა მოახერხეს კონტროლის შენარჩუნება.
Facebook Forum