ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თალიბანი" თავდასხმების ახალ ტალღას იწყებს


ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" აცხადებს, რომ განაგრძობს თავდასხმას "ამერიკელ დამპყრობლებზე და მათი დაზვერვის აგენტებზე".

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ რამდენიმე კვირის წინ ქაბულში, საერთაშორისო კონფერენციაზე "თალიბანს" 17-წლიანი სისხლიანი კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებში ჩართვა შესთავაზა. საერთაშორისო საზოგადოებამ ღანის მოწოდებები დადებითად შეაფასა, თუმცა დაჯგუფების პასუხი ამ დრომდე უცნობი იყო.

„თალიბანი“ ამბობს, რომ ქვეყანა კვლავ „არალეგიტიმური უცხოური ოკუპაციის" ქვეშაა.

ამერიკული მხარის შეფასებით, ამ დროისთვის დაჯგუფება ავღანეთის ტერიტორიის 44 %-ს აკონტროლებს. ორშაბათს "თალიბანის" თავდასხმას დასავლეთ ავღანეთში 14 ჯარისკაცი და პოლიციელი ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG