ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელი მფრინავები უზბეკეთიდან აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გადადიან


შეერთებული შტატების მიერ მომზადებულმა ავღანელმა მფრინავებმა, რომლებიც თალიბანის მიერ ავღანეთის აღებამდე, ოჯახებთან ერთად უზბეკეთში გაფრინდნენ, ქვეყნის დატოვება დაიწყეს.

ისინი ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე არიან გადაყვანილნი. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ რესპუბლიკელ კონგრესმენ, ავგუსტ ფლუგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მფრინავთაგან ერთ-ერთმა, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით, სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ მფირნავთა ჯგუფმა ქვეყნის დატოვება 12 სექტემბერს დაიწყო და ისინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიფრინავდნენ.

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, მფრინავთა კიდევ ორი ჯგუფს, ახლო ნათესავებთან ერთად, უზბეკეთი შემდეგ დღეს უნდა დაეტოვებინა.

მფრინავთა გადაყვანა, აშშ-ის უზბეკეთთან შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება - მიუხედავაად თალიბანის ზეწოლისა და მოთხოვნისა, რომ ავღანელი მფრინავები და თვითმფრინავები, ავღანეთს დაბრუნებოდა.

11 სექტემბერს, „უოლ-სტრით ჯორნალმა“ გაავრცელეა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადამინისტრაციამ შეთანხმებას გასულ კვირას მიაღწია. გამოცემის ინფორმაცით, სულ საუბარია 585 ადამიანზე - მფრინავებსა და მათ ოჯახის წევრებზე.

შეერთებული შტატები შიშობს, რომ თუ პილოტები საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი გამოსვლას ახერხებენ, მაგრამ ეს არ იყო მარტივი პროცესი“ - აცხადებს „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრისას, კონგრესმენი ფულგერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG