ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელორუსში მრავალათასიანი აქცია გაიმართა


კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი და აქტივისტი შეიკრიბა, 1918 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების ხანმოკლე პერიოდის ასანიშნად. ამ თარიღის შემდეგ 94 წელი გავიდა. 2010 წლის დეკემბრის შემდეგ მსგავს მასობრივ აქციას ადგილი ბელარუსში არ ჰქონია. მაშინ ალექსანდრე ლუკაშენკო მეოთხე ვადით მოვიდა ხელისუფლებაში, რამაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ლუკაშენკო დემონსტრანტებს მაშინ დიდი სისასტიკით გაუსწორდა. ბელარუსის ოპოზიციამ ეს ღირშესანიშნავი თარიღი ლუკაშენკოს საპრეზიდენტო მმართველობის დასაგმობად გამოიყენა. შარშან თავყრილობა მრავალრიცხოვანი დაპატიმრებებითა და დემონსტრანტებზე ფიზიკური ზეწოლით დასრულდა. წელს კი პროტესტის უფლება ოპოზიციას მიეცა თუმცა მკაცრი უსაფრთხოების ზომების პირობებში.

XS
SM
MD
LG