ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია


აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრის მილერი ავღანეთს მოულოდნელად ეწვია. მილერი ქაბულში ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. პენტაგონის ინფორმაციით, მილერის ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა უსაფრთხოების გამო.

მილერმა მოლაპარაკებები გამართა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ქვეყნის არმიისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამაზე. მან ასევე გამართა შეხვედრები ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების კონტრტერორიზმის და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირების თაობაზე სასაუბროდ.

უკანასკნელ თვეებში, ავღანეთში მკვეთრად იმატა ძალადობამ, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც 2001 წლის შემდეგ მიმდინარე ომს დაასრულებდა.

22 დეკემბერს ქაბულში გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა ციხეში მომუშავე მინიმუმ ხუთი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა, როცა ისინი ქვეყნის უდიდესი ციხისკენ მიემგზავრებოდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG