ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეთნიკური კონფლიქტების განმუხტვა ეუთოს რეგიონში''


„ეთნიკური კონფლიქტების განმუხტვა ეუთოს რეგიონში''
„ეთნიკური კონფლიქტების განმუხტვა ეუთოს რეგიონში''
<!-- IMAGE -->

გუშინ, 4 მაისს, შეერთებული შტატების კონგრესის ჰელსინკის კომისიის ეგიდით გაიმართა მოსმენები თემაზე „ეთნიკური კონფლიქტების განმუხტვა ეუთოს რეგიონში,“ რომელშიც მონაწილეობდნენ შვეიცარიელი დიპლომატი და ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი, ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები და კოსოვოში გაეროს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი და მაკედონიაში ევროკავშირის ყოფილი საგანგებო წარგზავნილი სორენ ჯესენ-პეტერსონი. მოსმენებს უძღვებოდა ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე დემოკრატი სენატორი ბენჯამინ კარდინი.
გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლის მსგავსად, ქალბატონმა ტალიავინიმ კიდევ ერთხელ მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითადი პუნქტები, რომელიც გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიზეზების ადეკვატური ახსნა შეუძლებელია ეფუძნებოდეს მხოლოდ აგვისტოს ამბების ანალიზს. დეტალების მოსმენა შეგიძლიათ აუდიო მასალაში :

XS
SM
MD
LG