<!-- IMAGE -->
ერაყის პოლიციის ცნობით დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ქალაქ მოსულში ორი ბომბი აფეთქდა. თავდასხმა ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოხდა და აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხმოცი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავტომანქანაში დამონტაჟებული იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა იმ ავტობუსების მახლობლად, რომლებსაც სტუდენტები ქრისტიანული ქალაქი ჰამდანიიდან მოსულში გადაჰყავთ.
პოლიციის ცნობით აფეთქების შედეგად დაიღუპა მაღაზიის მესაკუთრე.