<!-- IMAGE -->
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით ჩაქუჩით შეიარაღებულმა მამაკაცმა სკოლის მოსწავლეებზე მიიტანა იერიში შანდონგის პროვინციაში.
თავდამსხმელმა ამის შემდეგ ბენზინი გადაისხა და მძევლად აყვანილ ორ ბავშვთან ერთად წაიკიდა ცეცხლი. საბედნიეროდ მასწავლებლებმა შეძლეს ბავშვების გადარჩენა. სულ ამ ინციდენტის შედეგად ხუთი ბავშვი დაზარალდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩინეთში ამ ბოლო დროს გახშირდა სკოლის მოსწავლეებზე თავდასხმები. ხუთშაბათს ჯიანგსუს პროვინციაში დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა 28 ბავშვი დაჭრა.