<!-- IMAGE -->
ისრაელი ამერიკის მოთხოვნაზე უარს ამბობს და ოკუპირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების შეწყვეტას არ აპირებს. დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ვაშინგტონში მყოფმა ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ობამას გასულ კვირას მოახსენა. ებრაელები და პალესტინელებიც აღმოსავლეთ იერუსალიმს თავისი ქვეყნის დედაქალაქად თვლიან. პალესტინელები ამბობენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას აზრი არ აქვს მანამდე სანამ ისრაელი უკანონო მშენებლობებს არ შეწყვეტს.