ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დანაკარგი ბოლომდე ჯერ კიდევ დათვლილი არ არის. გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდის განცხადებით, სკოლების დანგრევის შედეგად 103 ბავშვი და 12 მასწავლებელია დაღუპული.
იუნისეფის პრეს-სპიკერმა, ქრისტიან ბერზიაუმემ ამერიკის ხმას განუცხადა, რომ მიწისძვრა სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლაში იყვნენ.
“ამ რეგიონში უამრავი ბავშვია, რომლებიც მოსაზღვრე სკოლებში დადიან. ამ ადგილას ზოგადად დიდი დასახლებაა, ამიტომ ბავშვები განათლების მისაღებად ტიბეტთან მოსაზღვრე სკოლებში დადიან.”
ბერზიაუმე ამბობს, რომ ბევრი მოწაფე ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, მისი თქმით, შორეულ მთიან რეგიონიდან ინფორმაციის მიღება რთულდება.
განათლების სფეროს ადგილობრივი მაღალჩინოსნები იუწყებიან, რომ დაწყებითი სკოლების 50 და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 80 პროცენტი იუშუს რეგიონში სასტიკად დაზიანდა. რამაც დაახლოებით 23.000 სტუდენტსა და 1000 მასწავლებელზე მოახდინა გავლენა.
იუნისეფის წარმომადგენლის განცხადებით, დანარჩენი ათასობით ბავშვი, თავშესაფრის გარეშე ყინვაში გარეთ რჩება.
“ადგილობრივებმა ზამთვრის თბილი ფეხსაცმლის და ტანსაცმლის თხოვნით მოგვმართეს. ასევე მივიღეთ თხოვნა საერთო საწოლი ოთახის მოსაწყობი მასალისა და კარვებისთვის.”
ჩინეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იუწყებიან, რომ საბავშვო საავადმყოფო უშუს რეგიონში ბოლომდე დაზიანებულია. მათი თქმით, რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მშობიარობისთვის აუცილებელი მოწყობილობა ჭირდებათ.
ბერზიაუმე ამბობს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი ეცდება ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს კატასტროფის მიერ დაზარალებულ ბავშვებსა და ქალებს. მისი თქმით, მთავრობა მასშტაბური აცრების განხორციელებას გეგმავს და იუნისეფი მშობლებს აუცილებლად შეატყობინებს ტეტანუსის, ბატონებისა და სხვა მომაკვდინებელი ავადმყოფობების საწინააღმდეგო აცრების შესახებ.