გუშინ საღამოს 125 ქვეყანაში მსოფლიოს ღირშესანიშნავ ადგილებში „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად შუქი გამოირთო.
ეს გლობალური აქცია კლიმატის ცვლილებისადმი იყო მიძღვნილი.
ათასობით ქალაქში ასობით მილიონმა ადამიანმა ღირშესანიშნავ ადგილებში, ბიზნესებსა თუ საცხოვრებელ სახლებში ადგილობრივი დროით საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე არაარსებითი განათება გამორთო.
„დედამიწის საათს“ უკვე მეოთხედ აღნიშნავენ. ამ გლობალური აქვიის მთავარი ორგანიზატორია ველური ბუნების მსოფლიო ფონდი. ხსენებული ორგანიზაციის განცხადებით 2009 წელთან შედარებით, როცა ამ აქციაში 88 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, წელს ამ გლობალური აქციის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა „დედამიწის საათის“ აღნიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება მოამზადა. განცხადებაში იგი კაცობრიობას ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს.
„დედამიწის საათის“ აღსანიშნავად ნიუ იორკში მდებარე გაეროს შენობასა და ისტორიულ ემპაირ სტეიტის ცათამბჯენში შუქი გამოირთო.