ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010წლის "ოსკარის " პრემიის ნომინანტები


ჰოლივუდი ოსკარის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალისთვის ემზადება,რომელზეც 2009 წელს გადაღებული ამერიკის კინოინდუსტრიის ნამუშევრები საქვეყნო სამსჯავროზე წარსდგებიან და შესაბამის შეფასებასაც მიიღებენ.

ქრისტოფ ვალცი ავსტრიელი კინომსახიობია,ვინც ოსკარის პრემიაზე ქუენთინ ტარანტინოს ფილმში გასნახიერებული მეორეხარისხოვანი როლის გამო წარადგინეს.ვალცმა ფილმში დახვეწილი,მაგრამ გაიძვერა ნაცისტის როლი ითამაშა.მისი თქმით,ოსკარების გადაცემა სპორტულ აზარტსა და გამარჯვებისთვის ბრძოლას არ წააგავს.

„ეს არც შეჯიბრია და არც რაიმე სპორტული ღონისძიება ...არავის აქვს შიში იმის,რომ ვინმე ფინიშამდე მიასწრებს...ყველაფერი ეს- მეგობრული განწყობითა და კეთილი ზრახვებით ერთად დაგეგმილი ღონისძიებაა....რომელიც გამოგიტყდებით და ჩემთვისაც პირველი გამცდილება გახლავთ ცხოვრებაში“


წლევანდელი ოსკაროსანი ფილმების ნომინაციათა ლიდერი- ჯეიმს კამერონის სამგანზომოლებიანი ფანტაზია- “Avatar“ გახლავთ.


რაც შეეხება,ლი დანიელსის ფილმს „Precious”, მისივე თქმით ფილმი ტიპიური ოსკაროსანი ფილმებისგან ერთგვარად განხვავდება.მთავარი გმირი,რომლის როლსაც აფრიკელი მსახიობი გაბურაი სიდიბაი ასრულებს, ჭარბი წონის მოზარდია,რომელსაც სიმსუქნის პრობლემა განსაკუთრებით ტანჯავს.რეჟისორი ლი დანიელსი ფილმი „Precious”-ის რეჟისორი და პროდიუსერიცაა. წარმოშობით იგი აფრიკიდანაა,განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს ამ ნომინაციას სერიოზულად არ უყურებს:


„უამრავი წერილი მივიღე,ახალგაზრდა აფრიკელი რეჟისორებისგან, ჰომოსექსუალისტებისგან, ჩინელი კინო მოღვაწეებისგან,,,, მინდა დავიჯერო,რომ კინოაკადემია ცოტათი მაინც დაბრძენდა და ეგებ სწორი არჩევანი წელს მაინც გააკეთოს.ვნახოთ ნამდვილად ძალზე გამიხარდება ასე რომ მოხდეს....“

ოსკარის ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე პრემიები ხუთი კატეგორიის სფეროზე გადანაწილდება.აღსანიშნავია,რომ წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციებზე წარდგენილი ფილმების რიცხვმა 10-მდე იმატა.მაგრამ მიუხედავად ამისა, უმეტესი ნომინამტები შინ მაინც გაწბილებულები დაბრუნდებიან,მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვისთვისაც წლევანდელი წელიწადი წარმატებული და ღირშესანიშანვი იქნება.

ჯერემი რენერი ოსკარის ჯილდოს ნომინანტად მამაკაცის საუკუეთესო როლის განსახიერებისთვის დასახელდა ფილმში “Hurt Locker”. მისი თქმით,ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,რომ ფილმმა ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების უდიდესი ინტერესი დაიმსახურა.

„ის,რომ ფილმს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა -ჩვენთვის უკვე დიდი გამარჯვება იყო...სავსე დარბაზებმა და მაყურებლების უდიდესმა ინტერესმა ჩვენს ფილმს თავისთავად დიდი წარმატება მოუტანა---რაც შეეხება ოსკარის პრემია კი -ეს უკვე ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებაა“


ფილმი “Hurt Locker” ,რომლის რეჟისორიც კეთრინ ბიგელოუ გახლავთ,ჯეიმს კამერონის ფილმს „Avatar"-ს თანაბარი პირობებით უპირისპირდება.ორივე ფილმია წარდგენილი კინოაკადემიის ცხრა ნომინაციაზე და წლის საუკეთესო ფილმისათვის ჯილდოზეც ორივე თანაბრად იბრძოლებს.
აღსანიშნავია,რომ ოსკარის ყველა ნომინანტი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახლავთ .

აკადემია შეერთებული შტატების მასშტაბით კინოინდუსტრიის ექვსი ათას მუშაკს აერთიანებს. მათ შორის არიან: მსახიობები,რეჟისორები,პროდიუსერები და სხვადასხვა პროფესიის კინომუშაკები.






XS
SM
MD
LG