ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანი რუსეთში ყველაზე არასატაბილური რეგიონია


დაღესტანი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასატაბილური რეგიონია. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს.

დაღესტანი საქართველოს, აზერბაიჯანს, ჩეჩნეთს და რუსეთს, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვას ესაზღვრება. მიუხედავად იმისა რომ რუსული დაღესტანში ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული ამ რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია ეთნიკურად რუსი. როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი პოლ გობლი აცხადებს:" დაღესტანში 30-ზე მეტი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, რომლებიც 30 განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ. აქ ავარელებს წამყვანი როლი ეკისრებათ, მათი ენა კი პალეო-კავკასიურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება."

ბატონი გობლის განცხადებით:" დაღესტანი ნავთობის და ბუნებრივი აირის ტრანზიტით ცხოვრობს. აზერბაიჯანისგან და თურქმენეთისგან განსხვავებით აქ არ მოიპოვებენ ნახშირწყალბადებს. დაღესტანი რუსეთის ყველაზე უფრო არასტაბილურ რეგიონად შეიძლება ჩაითვალოს. დაღესტანი ძალზე ღარიბია. ამ რესპუბლიკაში უამრავი უმუშევარი ახალგაზრდაა, რაც პოტენციურად ტერორიზმის გავრცელების წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა დაღესტანს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნია."

პოლ გობლის აზრით კრმელს დაღესტანის ახალი პრეზიდენტის შერჩევა მოუწევს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. ამ ქვეყანაში აგორებული ძალადობა მოწინააღმდგე პოლიტიკურ ფრაქციებს შორის მიმდინარე დაპირისპირებასაც ასახავს.

როგორც ჟურნალისტი მაშა ლიპმანი მიიჩნევს დაღესტანის პრობლემები არ განსხვავდება ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონების განსაკუთრებით ჩეჩნეთის და ინგუშეთის პრობლემებისგან.

ქალბატონი ლიპმანის განცხადებით:" დაღესტანში შექმნილი სიტუაცია ცენტრალური ხელისუფლების უვარგისი პოლიტიკის შედეგია. კრემლი რესპუბლიკის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მის მიმართ ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსებს ნიშნავს, თუმცა ამგვარი პოლიტიკა პრობლემების გადწყვეტას ნამდვილად არ უწყობს ხელს. მდგომარეობას დაღესტანის ეთნიკური სიჭრელეც ართულებს. გასათვალისწინებელია ამ რეგიონში გავრცელებული კორუფციის პრობლემაც."

ქალბატონი ლიპმანის აზრით:"კრემლი რუსეთის ყველა რეგიონის ხელმძღვანელს ნიშნავს. ეს ლიდერები კი რაღა თქმა უნდა მთლიანად მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი. თანაც დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების მსგავსად მოსკოვის დოტაციებზეა დამოკიდებული. დაღესტანში დღე არ გავა რომ რაიმე თავდასხმა ან ტერორისტული აქტი არ მოხდეს. ამას ისლამურ რადიკალიზმთან ერთად, კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაც უწყობს ხელს. დაღესტანის ხელისუფლებას არ ძალუძს მთავრობის და პოლიციის მაღალჩინოსნების მკვლელობის აღკვეთა და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია."

პოლ გობლის განცხადების თანახმად კრემლი ცდილობს ამ რეგიონის ყველა პრობლემა რადიკალ ისლამისტებს გადააბრალოს:" რუსებმა კარგად აუღეს ალღო დასავლეთის შეშფოთებას ისლამისტების გაძლიერებასთან დაკავშირებით. არადა აქ რელიგიურ ფაქტორთან ერთად ეთნიკური დაპიორისპირებაც თამაშობს ტავის როლს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, დაღესტანი კი ცნობილია რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ რელიგიური ბრძოლებით."

როგორც ბატონი გობლი მიიჩნევს:" ჩეჩნეთში რუსეთი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის განადგურებას ცდილობდა, რამაც ამ მოძრაობუის რელიგიური რადიკალიზაცია გამოიწვია. დაღესტანში კი ფაქტიურად არ არსებობდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, აქ ტრადიციული ისლამის მიმდივრები ბუხარასა და ტაშკენტში იღებდნენ რელიგიურ განათლებას."

ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ნაკლებად ცნობილი ციმბირელი გუბერნატორი ჩრდილოკავკასიის რეგიონში თავის უმაღლეს წარმოამდგენლად დანიშნა. ახლად ჩამოყალიბებული ფედერალური რაიონის დედაქალაქი სტავროპოლი იქნება, საიდანაც ყოფილი ბიზნესმენი ალექსანდრე ხლაპონინი კონფლიქტით მოცული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დარესტანის, ჩეჩნეთის და ინგუშეთის მართვას შეეცდება.


XS
SM
MD
LG