რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხდებს, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობა.
მედვედევმა ასეთი მოწოდება გამოთქვა რუსეთის ადამიანის უფლებების საბჭოში გამართული შეხვედრისას და ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ელემენტია.
მან მსგავსი მოწოდებები გამოთქვა ოპოზიციურ პუბლიკაცია “ნოვაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
დიმიტრი მედვედევმა ადამიანის უფლებების საბჭოს განუცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური კრიზისი ვერ მოგვარდება სახელმწიფოსა და სამოქალაქო შორის ურთიერთგაგებისა და ნდობის გარეშე.
პრეზიდენტი მედვედევი აღნიშნავს, რომ ამგვარი პარტნიორობის აუცილებლობა აშკარაა.
მან დასძინა, რომ არასამთვრობო ორგანიზაციებმა განათლების, აღზრდისა და ჯანდაცვის საკითხებში დიდი როლი უნდა შეასრულონ.
თუმცა მისი განცხადებით, არის სფეროები სადაც არასამთავრობო სექტორის როლი შეზღუდულია.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ შეზღუდვების მიზეზები ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ სამთავრობო მოხელეები ხშირად მიიჩნევენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ საფრთხეს უქადის.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მედვედევის სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ელა პამფილოვა.
მან სახელმწიფო უშიშროების უწყებებს მოუწოდა შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველთა და ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების დევნა.
პამფილოვა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დამცველებიმართლაც კარგი პარტნიორები შეიძლება იყვნენ ბავშვთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, მცირეწლოვანთა პორნოგრაფიის, ადამიანების ტრეფიკინგის, იარაღისა და ნარკოტიკების ვაჭრობისა და სხვა დანაშაულის გამოვლენის საქმეში.
ყველა აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, მისი განცხადებით, რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უქადის საფრთხეს.
პამფილოვამ რუს კანონმდებლებს მოუწოდა დისიდენტებთან ბრძოლის ნაცვლად, აღნიშნულ დარგებში გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და ადამიანის უფლებების დამცველებს დაეხმარონ.
ადამიანის უფელებების საბჭოში შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ “ნოვაია გაზეტასთვის” მიცემული ინტერვიუ.
აღსანიშნავია, რომ ეს მედვედევის პირველი საგაზეთო ინტერვიუ იყო.
“ნოვაია გაზეტასთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ლაპარაკობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, გაიზარდოს მედვედევის იმიჯი როგორც ფრთხილი ლიბერალისა.
ცოტა ხნის წინ რუსეთში თავდასხმის შემდეგ, აქტივისტი ლევ პონომარევი საავადმყოფოში მოათავსეს.
თავდასხმა, როგორც ჩანს მისი მოღვაწეობისთვის გამო მოხდა დამოუკიდებელ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციაში.
პონომარევმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ იგი სკეპტიკურად არის განწყობილი მედვედევის მოწოდებების მიმართ.
თუმცა დასძინა, რომ ქვეყნის პირველი პირიდან მიღებული სიგნალის შემდეგ შესაძლოა რუსეთში მდგომარეობა გამოსწორდეს.
“თუ ხელისუფლება ამ სიგნალს აკეთებს, მაშინ ცალსახაა, რომ საზოგადოება ორად გაიხლიჩება.
ერთის მხრივ აღმოჩნდებინ ის ოფიციალური პირები, ვინც თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, მეორეს მხრივ კი ისინი ვინც ლიბერალიზმსა და დემოკრატიას უჭერენ მხარს, რომელთა რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის წინამორბედმა და ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 2006 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალითაც რუსეთში იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობა.
ვლადიმერ პუტინი ამასთან, არის ყოფლი საბჭოთა სივრცის ერთადერთი ლიდერი რომელსაც ინტერივუ არ მიუცია “ნოვაია გაზეტასთვის”.