შეერთებული
შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადა, რომ ავღანეთის ომი წარმატებით
ვერ მიმდინარეობს. მანამდე, ნატოს საბჭოს
წინაშე გამოსულმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ავღანეთში არსებული სიტუაცია სულ
უფრო უარესდება, რაც თავისმხრივ საშიშროებას უქმნის ამერიკას და
ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს. ბატონმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთთან მიმართებაში
აუცილებელია ახლი სტრატეგიის შემუშავება. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ
ავღანეთში დამატებით ჩვიდმეტი ათასი ამერიკელი სამხედროს გადასროლა გადაწყვიტა და
ნატოს წევრ მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. თუმცა ევროპის
ქვეყნები ფეხს ითრევენ და აცხადებენ, რომ არასამხედრო სფეროებში ურჩევნიათ
დახმარების გაწევა.