შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლება გარდაუვალია.
2003 წელს ჩრდილოეთ კორეა დათანხმდა საკუთარი ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაეწყო შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ობიექტების დემონტაჟის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობის აკრძალვის შესახებ მოქმედი კანონი და ასევე ამოიღო ეს ქვეყანა ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფოთა რიცხვიდან. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ექვსმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილე სახელმწიფოებთან ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერების ფარგლებში.
27 იანვარს გამართული პრესკონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებები სასარგებლოა არა მარტო ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერების თვალსაზრისით, არამედ მთელი რიგი სხვა საკითხების შესათანხმებლად, რომელთა შესახებ მსჯელობა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს მიმდინარეობს.
ექვსმხრივი მოლაპარაკებების მხარდაჭერით ვაშინგტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორეის ნახევარკუნძულის მომავალი თავად კორეელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამერიკა მხარს უჭერს კორეის მშვიდობიან გაერთიანებას, თუ ეს კორეელი ხალხისთვის მისაღებ ფორმებში მოხდება. ვაშინგტონი თვლის, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე კონსტრუქციული დიალოგი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას. პირველ რიგში უნდა მოგვარდეს ფხენიანის ბირთვული პროგრამის საკითხი და ბოლო მოეღოს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევებს. ეს კი ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კორეის ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობაში.