ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 23 მეომრის განადგურება შეძლეს


თურქი სამხედროების განცხადების თანახმად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქურთმა მეამბოხეებმა 15 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

თავდასხმა ქალაქ სემდინლის მახლობლად ერაყის საზღვართან მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის 23 მეომრის განადგურება შეძლეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიუპ ერდოგანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და თურქმენისტანში მიმდინარე ვიზიტის დროზე ადრე დამთავრების შესახებ გააკეთა განცხადება.

XS
SM
MD
LG