აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელი ერაყში სრულუფლებიანი წევრია ამ დაჯგუფებისა, რომელსაც ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობს. ბატონი ბუშის განცხადებით, მაშინ როდესაც ალ-ყაიდას ლიდერებს სერიოზული ტაქტიკური უთანხმოებები ჰქონდათ ქსელის ერაყის განშტოებასთან, ბინ ლადენი და მისი მოადგილეები სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავენ ერაყელი ოპერატიული მუშაკებისთვის. ჩვენი სადაზვერვო უწყებების თანამშრომლები იტყობინებიან, რომ ალ ყაიდას მაღალჩინოსნები საზოგადოდ ერაყელ მეთაურებს დაეკითხებიან ხოლმე, როცა საქმე ერაყის შიდა ოპერაციებს ეხება, რამეთუ ისინი, მანძილისა და უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ ყოველდღიური მმართველობის უზრუნველყოფას იქ. ჩვენი სადაზვერვო უწებები ასევე ასკვნიან, რომ ალ ყაიდა და მისი რეგიონალური ქსელი ერაყში ერთიანი სტრატეგიის ქვეშ ერთიანდებიან. ისინი ასევე გვაუწყებენ, რომ ალ ყაიდას აღალჩინოსნები ერაყის ქსელს მოიაზრებენ, როგორც ალ ყაიდას დეცენტრალიზებული მმართველობის ნაწილს და არა როგორც დამოუკიდებელ დაჯგუფებას.” ერაყში ალ ყაიდას წევრეს შორის უცხოელი მოქალაქეები დომინირებენ, ისინი ასევე ატარებენ დაჯგუფების საოპერაციო გადაწყვეტილებების უმრავლესობას, აცხადებს, პრეზიდენტი ბუში. გარდა ამისა, ერაყში განხორციელებული კამიკაძე თავდასხმების 80-დან 90თ პროცენტამდე სწორედ ალ ყაიდას უცხოელი წევრების მიერ არის განხორციელებული. ალ ყაიდას ტერორისტები, ერაყში საკუთარ თავს იფეთქებენ . ისინი თავგანწირული ექსტრემისტები არიან, რომლებიც საკუთარი არსებობის მოწოდებად სწორედ უდანაშაულოთა სიკვდილს ისახავენ. ისინი იმ ქსელის ნაწილს წარმოადგენენ, რომელმაც ლონდონსა და მადრიდში უდანაშაულო ქალები, მამაკაცები და ბავშვები მოჰკლა, სხვა მუსლიმები დახოცა კასაბლანკასა და სტამბოლში, რიადში, ჯაკარტაში თუ სხვაგან მსოფლიოში. ჩვენ ამ ტერორისტებს რომ არ ვებრძოდეთ ერაყში, მაშინ ისინი თავისუფლად და პროდუქტიულად გააგრძელებდნენ საქმიანობას. მათი უმრავლესობა ჩვენს ქალაქებში და უცხოეთში ამერიკელებსა და სხვა ქვეყნებში კი მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირდებოდა. “ “ალ ყაიდას, პრეზიდენტ ბუშის განცხადებით სურს ერაყის დემოკრატიული ხელისუფლების ძირის გამოთხრა, რათა ერაყი ტერორისტთა თავშესაფრად გამოიყენოს. აშშ, ბუშის განცხადებით, 12 მილიონი ერაყელი ამომრჩევლის მხარდამხარ დგას და ერაყის უსაფრთხოებისა და ამერიკის მოქალაქეების დასაცავად იბრძვის.
პოპულარული
1