ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა, რომ გლობალური დათბობა მსოფლიოს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს, რომელიც მსოფლიო ომებს და დიდ დეპრესიას უტოლდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ლონდონში მსოფლიო ბანკის ყოფილი წამყვანი ეკონომისტის ნიქოლას სტერნის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც ბუნების დაცვის პრობლემებს ეხება.

700 გვერდიან ნაშრომში ნათქვამია რომ მსოფლიოს ეკონომიკას კლიმატური ცვლილებების გამო დიდი ზარალი მიადგება, რომელიც შესაძლოა მსოფლიოს წლიური ერთობლივი შინაგანი პროდუქტის ხუთიდან ოც პროცენტამდე მერყეობდეს.

ამ გამოკვლევის მიხედვით ჰაერის ტემპერატურამ 21 საუკუნეში შესაძლოა 5 გრადუსით მოიმატოს, რაც არნახულ წყალდიდობას გამოიწვევს და 200 მილიონ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის მიტოვებას აიძულებს.

XS
SM
MD
LG