რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აკრძალა საქართველოსთან ავია მიმოსვლა. პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შევა. აკრძალვასთან ერთად, დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ზომები უნდა მიიღოს. „2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს გაეწიათ რეკომენდაცია „აკრძალვის მოქმედების პერიოდში... თავი შეიკავონ მოქალაქეებისთვის ისეთი ტურისტული პროდუქტის მიყიდვისგან, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა გადაყვანას (მათ შორის, კომერციულს)“.
Facebook Forum