ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და რუსეთი საზღვაო ინციდენტის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ


რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ ჩინეთში თავიანთი საბრძოლო გემების შეჯახების საფრთხის შემცველი სიტუაცის შექმნაში. ვიდეო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ჩანს, რომ ორი საბრძოლო გემი ერთმანეთისგან 50 მეტრის დაშორებით დაცურავდა.

განცხადებაში, რომელიც ამერიკის მხარემ გაავრცელა ნათქვამია, რომ რუსული გემის მოქმედება იყო „საფრთხის შემცველი, არაპროფესიონალური და არ შეესაბამებოდა ზღვაში შეჯახების თავიდან ასაცილებელ საერთაშორისო რეგულაციებს“.

რუსების თქმით, ამერიკულმა გემმა მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და მათ გემს გზა გადაუჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG