ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის არიზონაში გამარჯვებამ, ტრამპის მწირი შანსები კიდევ უფრო შეამცირა


შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი საარჩევნო წარმატება, ხუთშაბათს არიზონაში მოპოვებული გამარჯვებით განამტკიცა. თუმცა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს ამბობს არჩევნების შედეგების ცნობაზე, ეს კი ბაიდენის გუნდისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს, ე.წ. გარდამავალ პერიოდს დაბრკოლებას უქმნის.



არიზონაში ბაიდენის გამარჯვებას 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ვარაუდობდნენ, თუმცა შტატში ხმების დათვლას დამატებითი დრო დასჭირდა. ბაიდენი უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, მხოლოდ მეორე დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელმაც ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატში გაიმარჯვა.
არიზონაში გამარჯვება ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 290 ხმას აძლევს.

ბაიდენს უკვე ჰქონდა 270-ზე მეტი ხმა, რაც მას თეთრი სახლისკენ გზას უხსნიდა. არიზონის დამატებითმა 11 ხმამ, ტრამპისთვის ყველაზე მცირე შანსიც მიუწვდომელი გახადა.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი ტრამპი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ არჩევნებზე დარღვევებსა და გაყალბებას ჰქონდა ადგილი. მაშინ როცა შტატების საარჩევნო კომისიების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, ხოლო ტრამპის გუნდის იურიდიული სარჩელები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.



მეორე საპრეზიდენტო ვადის მოსაგებად ტრამპს, სულ ცოტა სამ შტატში ბაიდენის უპირატესობის გაბათილება სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც რომელიმე შტატში ამას განაპირობებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG