შეერთებული შტატების პრეზიდენტი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ ცდილობენ მას მეორე ვადით პრეზიდენტობა მოტყუებით წაართვან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა 5 ნოემბერს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს ისაუბრა.
„თუ ლეგალურ ხმებს დაითვლით, მე მარტივად გავიმარჯვებ. თუ თქვენ უკანონო ხმებს დაითვლით, ისინი ეცდებიან არჩევნები მოგვპარონ“ - აცხადებს პრზიდენტი.
ამ დროისთის, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს უსწრებს, როგორც პირდაპირი გენჭისყრის მაჩვენებლით, ასევე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა რაოდენობით. სწორედ საარჩევნო კოლეგიის დელეგატთა, ე.წ. ელექტორთა ხმათა რაოდენობა გამოავლენს არჩევნებში გამარჯვებულს. კანდიდატს გასამარჯვებლად ელექტორთა 270 ხმა სჭირდება.
პრეზიდენტმა ტრამპმა, თეთრ სახლში გამართული ბრიფინგისას, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. სამმა ძირითადმა ამერიკულმა ტელეარხმა, მისი განცხადებები მაუწყებლობიდან ამოიღო, რადგან ის განმეორებით აკეთებდა უსაფუძვლო, დაუდასტურებელ ბრალდებებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ის, არჩევნების მოპარვის მცდელობაში, ბრალს სდებდა დემოკრატებს და გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, ხმების დათვლის პროცესზე, რესპუბლიკური პარტიის დამკვირვებლის არდაშვების შესახებ.
„ჩვენ კორუფციას არ დავანებებთ ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების მოპარვას“ - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა და განმარტა, რომ მზად არის უზენაეს სასამართლოში დავისთვის. ამასთან, პრეზიდენტმა წინასაარჩევნო გამოკითხვებსაც ყალბი უწოდა.
განცხადებები პრეზიდენტის პასუხად
დონალდ ტრამპის უსაფუძვლო განცხადებებმა, ჯო ბაიდენისა და დემოკრატი გუბერნატორების მიერ არჩევნების მოპარვის მცდელობის შესახებ, მყისიერი საყვედური და კრიტიკა გამიწვია, როგორც პრეზიდენტის მხარდამჭერების მხრიდან, ასევე მისი ოპონენტის მხარდამჭერების მხრიდან.
"სიენენთან" საუბრისას, კონსერვატორმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, რიკ სანტორუმმა განაცხადა, რომ ის „ძალიან შეწუხებულია“ ტრამპის განცხადებეების გამო. მან პრეზიდენტის მცდარ განცხადებებს, არჩევნების გაყალბების თაობაზე „საშიში“ უწოდა.
პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა სენატორი მიტ რომნი, პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი.
„თითოეული ხმის დათვლა, დემოკრატიის გულია. თუ დარღვევები გამოვლინდა, ამაზე მსჯელობა სასამართლოში წარიმართება. გქონდეთ დემოკრატიის, ჩვენი კონსტიტუციის და ამერიკელი ხალხის რწმენა“ - განაცხადა სენატორმა.
Facebook Forum