ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა მმართველი გუნდის შექმნა დაიწყო


ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებული ჯო ბაიდენი ტრამპის მიერ დამარცხების არაღიარებას იგნორირებას უწევს და საკუთარი მმართველი გუნდის შექმნას იწყებს. ტრამპი თეთრ სახლში დაახლოებით 2 თვე რჩება. მას უფლებამოსილება 20 იანვარს შეუწყდება, როცა შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაცია იგეგმება.

კორონავირუსით ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის ახალი სარეკორდო მაჩვენებლები დიდ გავლენას ახდენს გარდამავალ პერიოდზე. პანდემიაზე რეაქციის თემა წითელ ხაზად გასდევს ბაიდენის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას.

ოთხშაბათს, ბაიდენმა თავისი ძველი მრჩეველი რონ კლეინი, თეთრი სახლის კანცელარიის შემდეგ უფროსად დაასახელა. ის პრეზიდენტ ობამას მმართველობის დროს, "ებოლას" პანდემიასთან მებრძოლ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს პირველი მნიშვნელოვანი დანიშვნაა ბაიდენის ადმინისტრაციაში.



მოსალოდნელია, რომ ყურადღება ახლა კაბინეტის წევრების კანდიდატურებზე გადაერთვება. თანაშემწეებმა გააკეთეს რამდენიმე მინიშნება, თუ როდის გაკეთდება შესაბამისი განცხადებები.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ენტონი ბლინკენი, დიპლომატი და ბაიდენის ნდობით აღჭურვილი პირი, მოიაზრება, როგორც სახელმწიფო მდივანი ან მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ხაზინის დეპარტამენტს ვინც ჩაიბარებს, რეცესიასთან და უმუშევრობასთან გამკლავება მოუწევს. მას ასევე მოუწევს იტვირთოს იმ ბერკეტის როლი, რომლითაც ისეთი საკითხები უნდა გადაჭრან, როგორიცაა სიმდიდრის არათანაბარი განაწილება, კლიმატის ცვლილება და სხვ.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG