ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ოქროს ჯვრის“ კავალერი კურსკთან გმირულად დაეცა


ჯაბა კვარაცხელია უკრაინელ და ქართველ თანამებრძოლებთან ერთად
ჯაბა კვარაცხელია უკრაინელ და ქართველ თანამებრძოლებთან ერთად

რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც 2024 წლის აგვისტოდან უკრაინის არმია აკონტროლებს, კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, გამორჩეული მებრძოლი, 46 წლის სოხუმელი ბადრი (ჯაბა) კვარაცხელია გმირულად დაიღუპა.

კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძოდა მშობლიურ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომში. იყო ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე.

კვარაცხელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს
კვარაცხელია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს

2015 წლიდან, იბრძოდა უკრაინის არმიის რიგებში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ბოლოს უკრაინის არმიის ერთ-ერთ ბატალიონში შემავალ, ქართველი მოხალისეების დანაყოფს „თავისუფალი საქართველოს“ მეთაურობდა.

„ჯაბა სიმამაცის განსახიერება და ყველასთვის მისაბაძი ქართველი იყო. თუ გინდა ათასი ერთის წინააღმდეგ წამოსულიყო, ჯაბა ღიმილით მიიღებდა მათ.. გერგუზ რექ ჯიმა, გერგუზი!“

2023 წლის სექტემბერში, აღმოსავლეთის ფრონტზე, ბახმუტისთვის ბრძოლაში, განსაკუთრებული სიმამაცისა და ურთულესო საბრძოლო დავალების პირნათლად შესრულების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, ჯაბა კვარაცხელია „ოქროს ჯვრით“ დააჯილდოვა.

„ჯაბა სიმამაცის განსახიერება და ყველასთვის მისაბაძი ქართველი იყო. თუ გინდა ათასი ერთის წინააღმდეგ წამოსულიყო, ჯაბა ღიმილით მიიღებდა მათ.. მოიქცა ისე, როგორც ყოველთვის ამბობდა...

ჩვენს გულებში იქნები სიცოცხლის ბოლომდე ძმაო! გერგუზ რექ ჯიმა, გერგუზი!“ - წერს ჯაბა კვარაცხელიას თანამებრძოლი ლევან რაფავა.

სოხუმელი ჯაბა კვარაცხელია რუსეთის, კურსკის ოლქში ბრძოლის დროს დაიღუპა
სოხუმელი ჯაბა კვარაცხელია რუსეთის, კურსკის ოლქში ბრძოლის დროს დაიღუპა

უკრაინული წყაროების ცნობით, ჯაბა კვარაცხელია კიდევ ოთხ თანამებრძოლთან ერთად, 22 დეკემბერს, კურსკის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ ხაზზე, მტრის სამი ასეული ჯარისკაცის პირისპირ აღმოჩნდა. მძიმე ბრძოლის დროს, კვარაცხელია საბრძოლო დრონის დაცემის შედეგად დაიღუპა.

ბადრი (ჯაბა) კვარაცხელიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გადმოასვენებენ და წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში მიაბარებენ მიწას, სადაც აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ ცხოვრობდა.

2022 წლის მარტიდან 2024 წლის დეკემბრამდე რუს ოკუპანტებთან ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, უკვე 81 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 2014-2021 წლებში კი უკრაინელთა მხარეს 12 ქართველი მეომარი დაეცა.

უკრაინის ომში დაღუპული ქართველები 2014-2024
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:53 0:00

XS
SM
MD
LG