უკრაინის დედაქალაქში, კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში, საქართველოში წამოსვენების წინ, პანაშვიდი კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს გადაუხადეს, რომელიც რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაეცა.
48 წლის თენგო ჭანია პროფესიონალი სამხედრო იყო, ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან. მისი საბრძოლო ნათლობა, ჯერ კიდე 16 წლის ასაკში აფხაზეთის ომში შედგა.
ჭანიამ იბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომში და დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით. სხვადასხვა წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოში.
„მთელი ცხოვრება ჩვენს მტერს ებრძოდა, რაც იარაღი აიღო ხელში, ჩვენი აფხაზეთიდან მოყოლებული ალალი და მამაცი იყო, განსაკუთრებული სიმამაცისთვის საქართველოშიც და უკრაინაშიც რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული“თემურ ჭანია, თენგო ჭანიას ძმა
უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრისთანავე, ჭანია უკრაინის დამცველებს შეუერთდა, ბოლო 2 წლის მანძილზე, ორჯერ დაიჭრა და გამოჯანმთელებისთანავე ბრძოლის ველს დაუბრუნდა.
იგი ყველაზე ცხელ წერტილებში ებრძოდა მტერს, ბოლოს, უკრაინის სახმელეთო ჯარებში შემავალ, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის, "აზოვის" ბატალიონის შემადგენლობაში. თენგო ჭანია, 22 მარტს, ავდიივკა-მარინკას მიმართულებაზე, დაბომბვის დროს დაიღუპა.
„მთელი ცხოვრება ჩვენს მტერს ებრძოდა, რაც იარაღი აიღო ხელში, ჩვენი აფხაზეთიდან მოყოლებული, ჩვენს მტერს ებრძოდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ბოლოს უკრაინაში, სადაც თავიდანვე დაუფიქრებლად წავიდა.
ორჯერ დაიჭრა, ვთხოვეთ რო ცოტა დაესვენა, პაუზა აიეღო, მაგრამ ასეთი იყო, ოდნავ გამოჯანმრთელდა თუ არა ისევ პირდაპირ ფრონტს, ყველაზე ცხელ წერტილს დაუბრუნდა.
ალალი და მამაცი იყო, განსაკუთრებული სიმამაცისთვის საქართველოშიც და უკრაინაშიც რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგო ჭანიას ტყუპისცალმა ძმამ თემურ ჭანიამ.
„შენ დაუფიქრებლად შესწირე სიცოცხლე უკრაინას! ოცნებობდი, რომ ჩვენთან ერთად გაიმარჯვებდი და შემდეგ ოკუპანტისგან საქართველოს მიწებს გაათავისუფლებდი.
ოცნებობდი, რომ ჩვენთან ერთად გაიმარჯვებდი და შემდეგ ოკუპანტისგან საქართველოს მიწებს გაათავისუფლებდი. ღირსეულო, არასოდეს დაგივიწყებთ!იანა შერბატიუკი, უკრაინელი მოხალისე
ღირსეულო, თენგიზ ჭანია! უსაზღვრო მადლობა ამ თავგანწირვისთვის, არასოდეს დაგივიწყებთ! ეს მოგონება იქნება მუდამ!“ - წერს უკრაინელი აქტივისტი და მოხალისე, იანა შერბატიუკი ჩერკასიდან.
ფრონტის ხაზიდან ჭანიას ცხედრის გამოსასვენებლად უკრაინის არმიის მე-3 ცალკეული ბრიგადის ჯარისკაცებს ურთულესი სპეცოპერაციის ჩატარება დასჭირდათ. მათ ქართველი მებრძოლის ცხედრის გამოსვენება, მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს.
თენგო ჭანიას ცხედარს სამშობლოში, 3 აპრილს ჩამოასვენებენ და ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, 9 აპრილს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ჭანიას მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა. მისი მშობლები ისევ ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ.
უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 65-ს მიაღწია. რუსეთის არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში - 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 65 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.