მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის თანამდებობას, დონალდ ტრამპი დაიკავებს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა "ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს" გაუძლებს. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ "საარჩევნო საუზმეზე" გააკეთა.
"მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, - თქვა დანიგანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ მიღებაზე, "რადიო თავისუფლების" თარგმნის მიხედვით.
78 წლის ტრამპმა ოთხშაბათს თეთრი სახლი დაიბრუნა მას შემდეგ, რაც მოიპოვა საარჩევნო კოლეგიის საჭირო 270 ხმაზე მეტი, Edison Research-ის პროგნოზის მიხედვით. მერყევი შტატის, ვისკონსინის, მოგებამ მას გამარჯვება მოუტანა.