კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ფონტის ხაზზე რუსეთის წინსვლით, თუ კიევი შეერთებულ შტატებს თხოვს შორ მანძილზე მოქმედი „Tomahawk” რაკეტების მიწოდებას სთხოვს.
გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეერთებულ შტატებს „Tomahawk”-ის ტიპის რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომლის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია. ეს აღემატება ნებისმიერი რაკეტის შესაძლებლობებს, რაც ახლა უკრაინის არესნალშია.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტენდენცია ომის ფრონტზე, აშკარაა. „ამ დინამიკის ფონზე, კიევის რეჟიმი იწყებს მნიშვნელოვანი ნერვიულობის გამოვლენას“, - თქვა მან.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს რაკეტების მისწოდება, „გამარჯვების გეგმის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც კიევმა მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა.